დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

კომპანია ფრუტერა/Frutera დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს საოჯახო ბიზნესის თანამედროვე სახეს. საწარმო და ხილის ბაღები მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში.

ჩვენი კომპანია ამჟამად ორიენტირებულია სხვადასხვა სახის ნატურალური ხილის ჩირის წარმოებაზე, რისთვისაც ვიყენებთ აბსოლუტურად ჰიგიენურ პირობებში ინფრაწითელი სხივებით შრობის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს ხილში არსებული სასარგებლო ნივთიერებების არანაკლებ 95%-ით შენარჩუნებას. საწარმო მოწყობილია საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად.

ნედლეულის სახით გამოყენებულია ჩვენივე ბაღებში მოყვანილი, მდინარე ფრონის წყლით მორწყული, ნიტრატებისგან თავისუფალი ხილი. ტერიტორია სადაც ხილი მოგვყავს საუკუნეების განმავლობაში ეკუთვნოდა ჩვენს ძველ ოჯახს და კვლავ დაუღალავად  ვაგრძელებთ შრომას მადლიანი პროდუქტის შექმნისთვის!

 

მისია

ჩვენი მისიაა ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქტი ხარისხიანი ნედლეულისა და სათანადო ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ კომპანიის პროდუქტები გამორჩეული იყოს არა მხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ სასარგებლოს წარმოადგენდეს მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის.

 

წარმოება

ამჟამად კომპანია აწარმოების 14 დასახელების ჩირს. აქედან, რამდენიმე ჯიშის ვაშლის, შავი ქლიავის, მსხლის და ატმის ჩირებს.

წარმოება ხდება სტანდარტების შესაბამის გარემოში, საუკეთესოდ დაცული ჰიგიენური პირობების გათვალისწინებით.

კონტაქტი ჩვენს შესახებ