დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

როგორ ვებრძოლოთ ჰიპოვიტამინოზს?

როგორ ვებრძოლოთ ჰიპოვიტამინოზს?

Vitamin -  სასიცოცხლო „ამინი“

(Vital - სიცოცხლესთან კავშირი, amin - ამინური ქიმიური სტრუქტურა)

ვიტამინები - ორგანული წარმოშობის კვების შეუცვლელი კომპონენტებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ბიოლოგიური კატალიზატორის როლს ასრულებენ, მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე და გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისგან ორგანიზმის დაცვას უზრუნველყოფენ.

დღეისათვის შესწავლილია 20-ზე მეტი ვიტამინი, რომელთა დეფიციტს (ჰიპოვიტამინოზი) ან სრულ არარსებობას (ავიტამინოზი) მივყავართ ორგანიზმში სხვადასხვა  სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოქიმიური თუ ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევამდე.

სიცოცხლისათვის საჭირო ვიტამინებიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - A, C, B ჯგუფის ვიტამინები.

ვიტამინები ორგანიზამს სჭირდება მცირე რაოდენობით, თუმცა პრობლემა, რა გზით მივიღოთ ვიტამინები, რომ ოპტიმალური დოზით მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში და  დღიური მოთხოვნა დაკმაყოფილდეს -  ჯერ კიდევ აქტუალურია.

ადამიანისთვის ვიტამინების მიღების ძირითად წყაროს საკვები წარმოადგენს. WHO - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხოლოდ 15%-ია დამოკიდებული  სამედიცინო დახმარების ორგანიზაციებზე და ამდენივე - გენეტიკურ თავისებურებებზე. ხოლო დანარჩენ უდიდესს, 70%-ს განსაზღვრავს ცხოვრების სტილი და კვება.

გამოთვლებმა ცხადყო, რომ საშუალო ენერგოდანახარჯის მქონე თანამდედროვე ადამიანის თვის ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვების რაციონი, უმრავლესი ვიტამინების 30-40%-იან დეფიციტს განიცდის. შესაბამისად ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებზე, როგორიცაა  A ვიტამინი მოსახლების 40%,  B ჯგუფის ვიტამინებზე - 30-40%, ხოლო C ვიტამინზე - 80-90%  განიცდის ვიტამინოდეფიციტს.

პრობლემის მიზეზი - საკვები პროდუქტების სახეობა, ხარისხი, შენახვის პირობები და ვადებია. გარდა ამისა მაღალრაფირინებულ პროდუქტში  მნიშვნელოვნად მცირდება ვიტამინების შემცველობა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ხშირ შემთხვევაში გამოსავალს ვპოულობთ ხელოვნური გზით მიღებული ვიტამინების კომპლექსების მიღებაში. ვარჩევთ მრავალფეროვანი შემადგენლობის და კარგი მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ვიტამინების კომპლექსს, თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ:

  • ისეთი ბუნებრივი კომპონენტები, როგორიცაა ვიტამინი უმჯობესია მივიღოთ ბუნებრივი გზით;
  • ორგანიზმში მოხვედრის და შეთვისების სირთულე კიდევ უფრო მეტად არის გამოხატული ვიტამინური კომპლექსების მიღებისას;
  • არსებობს დოზის გადაჭარბების და ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი;
  • უნდა გვახსოვდეს პოლივიტამინურ კომპლექსებში გარკვეული ვიტამინების შეუთავსებლობის პრობლემა - მაგალითად C ვიტამინი აქტივობას კარგავს სხვადასხვა მინერალთან ერთად მიღების შემთხვევაში.

ამიტომ პოლივიტამინური პრეპარატების შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობის საფუძვლიანი შეფასება, კომპონენტების ბალანსირებისა და დღიური რეკომენდებული დოზების მიხედვით.

ყველა ამ აქტუალური პრობლემის გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეთ პროდუქტზე, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას ბუნებრივი გზით დააკმაყოფილოს ორგანიზმის დღიური მოთხოვნა ყველაზე საჭირო ვიტამინებზე.

შემდეგ სტატიებში მოგიყვებით სხვადასხვა სახის პროდუქტებზე, რომელთა მიღება რეკომენდებულია კონკრეტული ჯგუფის ვიტამინოდეფიციტის ან დაავადებების დროს.