დაასახელეთ გემრიელი და თან სასარგებლო ხემსი. ცხადია, ჩირი!
დელიკატესად განსაკუთრებული გემოს გამო ითვლება, თუმცა საკვები ნივთიერებებითა და მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებებით მდიდარ ჩირს ბევრად უფრო დიდი ღირებულებები აქვს. უცნაური ის არის, რომ ის ბავშვებიც კი, რომლებსაც ხილი არ უყვართ, სიამოვნებით აკნატუნებენ ჩირს.
Სტანდარტებით დამზადებული ჩირი არ შეიცავს შაქრის დანამატებს, ქოლესტერინს ან ნატრიუმს. სანაცვლოდ, მდიდარია მინერალებით, ცილებით, ანტიოქსიდანტებით, ბოჭკოებითა და ვიტამინებით. ჯანდაცვის ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ჩირი კვების რაციონის შემადგენელ ნაწილი უნდა იყოს. სხვადასხვა სახეობის ჩირს სხვადასხვა დაავადების დაძლევის ან თავიდან აცილების უნარი აქვს.
გთავაზობთ სიას, თუ რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა თითოეული:
ქლიავი სავსეა ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას. ასევე, აძლიერებს ადიპონექტინის გამომუშავებას. ესაა ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.
ქლიავის ჩირის სასარგებლო თვისებები:
• უზრუნველყოფს ორგანიზმის რკინით მომარაგებას;
• აძლიერებს ძვლოვან და კუნთოვან სისტემას;
• ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
• აქვეითებს არტერიულ წნევას;
ვაშლის ჩირის, ისევე როგორც სხვადასხვა ჯიშის ვაშლის, თვისებები განსხვავებულია, თუმცა მის სარგებლიანობაში ეჭვი არავის შეაქვს.
Linus Pauling Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაშლის ჩირის ყოველი ნახევარი პორცია ორგანიზმს ამარაგებს რკინითა და კალიუმით. ეს უკანასკნელნი ნეირონებისა და ტვინის აქტივობისთვის აუცილებელია.
მინერალების გარდა, ვაშლი შეიცავს A და C ვიტამინებს, რაც ხელს უწყობს ძვლებისა და კანის სიჯანსაღეს. B ვიტამინი კი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, აგრეთვე კვებავს ღვიძლსა და კანს.
ვაშლის ჩირის სასარგებლო თვისებები:
• არეგულირებს არტერიულ წნევას;
• იცავს კანს გამოფიტვისგან;
• ზრუნავს ღრძილების სიჯანსაღეზე;
• ორგანიზმს იცავს პოდაგრისგან და რეკომენდებულია სახსრების ტკივილის დროს;
მაგნიუმი, რკინა, ვიტამინი K, კალციუმი, კალიუმი, სპილენძი – ეს იმ ელემენტებისა და მინერალების მცირე ჩამონათვალია, რასაც მსხლის ჩირი შეიცავს. გასაკვირი არაა, რომ კვების რაციონში მის ჩართვას არაერთი ბენეფიტი აქვს.
მსხლის ჩირის სასარგებლო თვისებები
• აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;
• გამოიყენება გულის დაავადებების პრევენციისთვის;
• ამცირებს ჰიპერტენზიის რისკს;
• ამცირებს კიბოს რისკს;
• ებრძვის ანთებით პროცესებს;
• შესაძლოა, ხელი შეუშალოს სისხლის გათხელებას;
E ვიტამინის წყაროდ თხილეული ითვლება, მაგრამ ამაში არც ატამი ჩამორჩება. ეს ანტიოქსიდანტი თქვენი სხეულის მრავალი უჯრედისთვის უმნიშვნელოვანესია. ის იმუნურ სისტემას სიჯანსაღეს უნარჩუნებს და უზრუნველყოფს სისხლის შედედების თავიდან აცილებას. აგრეთვე, შეიცავს B ვიტამინს, რომელიც პასუხისმგებელია ტვინის ფუნქციონირებაზე.
ატმის ჩირის სასარგებლო თვისებები
• ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს;
• აძლიერებს ძვლებს;
• კარგია მხედველობისთვის.
ლეღვს რეპროდუქციული და სასუნთქი სისტემის პრობლემების სამკურნალოდ იყენებენ, თუმცა მას სხვა ბენეფიტებიც აქვს:
ლეღვის ჩირის სასარგებლო თვისებები:
• აუმჯობესებს ძვლების სიმტკიცეს;
• აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას;
• ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას;
• ხელს უწყობს წონის დაკლებას2.
გარგარი ორგანიზმს ამარაგებს ისეთი აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინი A, ვიტამინი E, მაგნიუმი და სპილენძი. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უშლის ინფექციების გამრავლებას.
გარგარის ჩირის სასარგებლო თვისებები:
• კარგია თვალებისთვის;
• ძვლებსა და კანს უნარჩუნებს სიჯანსაღეს;
• ხელს უწყობს წონის კლებას;
ფინიკი არის ტროპიკული ხილი, რომელიც გვხვდება როგორც ჩირის, ისე ცოცხალი ხილის სახით. ფინიკის ჩირი მდიდარია საჭმლის მომნელებელი ბოჭკოებით და თრგუნავს მადას. რკინით მდიდარ ამ ხილს ბევრი სარგებელი მოაქვს, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ორგანიზმი იფიტება და ვიტამინების დეფიციტს განიცდის.
ფინიკის სასარგებლო თვისებები:
• ხელს უწყობს წონის კლებას;
• ზრდის ჰემოგლობინის დონეს;
• ორგანიზმს ავსებს ენერგიით;
• ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.