ყუთი შედგება 5 დასახელების, 100 %-ით ნატურალური პროდუქტისგან. ეს პროდუქტებია: შავი ქლიავის ჩირი; ვაშლის (ჯონაგოლდი) ჩირი; შავი ქლიავის ტყლაპი; შავი ქლიავის ტყლაპი სეზამის მარცვლებით და კომშისა და ვაშლის ტყლაპი. ყუთის მთლიანი, სუფთა წონაა 600 (+- 8) გრამი.
პროდუქტების წარმოებისას დაცულია ჰიგიენური ნორმები და არ არის გამოყენებული კონსერვანტები და შაქრის დანამატები.
ნედლეული წარმოებულია გეოგაპის სტანდარტის დაცვით.